ტრამპმა კოლეჯებში სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად სპეციალური ბრძანება გამოსცა

27.03.2019

ტრამპმა კოლეჯებში სიტყვის თავისუფლების მხარდასაჭერად სპეციალური ბრძანება გამოსცა

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, შეერთებულ შტატებში არსებულ უმაღლეს სასწავლებლებს დაევალათ, რომ კამპუსებში სიტყვის თავისუფლების დაცვა უზრუნველყონ.

ახალი, სპეციალური ბრძანება მიმართულია ფედერალური სააგენტოებისკენ, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც წაახალისებს თავისუფალ აზრს და დაიცავს სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებულ ფედერალურ კანონებს.

„იმის მიუხედავად, რომ უნივერსიტეტები და კოლეჯები მილიონობით დოლარს იღებენ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან, ბევრი მათგანი სიტყვის თავისუფლებისა და პირველი შესწორების მძვინვარე მტრად იქცა. ეს უნივერსიტეტები ცდილობენ შეზღუდონ თავისუფალი აზრი, ჩაახშონ ახალგაზრდა ამერიკელების ხმა და ისინი ტოტალურ კონფორმიზმში ამყოფონ“.

აღნიშნული ბრძანება იმ ახალგაზრდების საპასუხოდ გამოიცა, რომლებიც, თავიანთი შეხედულების გამო დაჩაგრულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, რის შესახებაც არაერთხელ გამოხატეს უკმაყოფილება.

სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის აღნიშნული ბრძანება ნიშნავს იმას, რომ მათ აუცილებლად უნდა იმოქმედონ პირველი შესწორების მოთხოვნების შესაბამისად, ხოლო კერძო უნივერსიტეტებს მოუწევთ, რომ შედარებით მეტი მოქნილობის მიუხედავად, მაინც სრულად დაემორჩილონ ფედერალურ დონეზე აღიარებულ სიტყვის თავისუფლების ნორმებს.