KB - ირანის მოქალაქეს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიეცა

4.05.2019

KB - ირანის მოქალაქეს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიეცა

KB -ის დახმარებით, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქეს, არასრუწლოვან ე. რ. მ-ს საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა მიეცა. მოქალაქემ კომპანიას მომართა და განაცხადა, რომ სურდა სწავლის გაგრძელება ქ. თბილისში. კომპანიამ შეისწავლა საქმის მასალები, მოტივაცია და განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.

ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოსადგენია: საქართველოში ლეგალური შემოსავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, საქართველოში ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა სწავლის თაობაზე, მიმდინარე თარიღის მითითებით და სააგენტოსთვის მომართვის დღისთვის, საქართველოში ყოფნის 40 დღიანი ვადის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი. კომპანიის იურისტებმა სრულად უზრუნველყვეს სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მიერ დასახელებული დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა.

განცხადების განხილვისას დადგინდა, რომ ე. რ. მ. აკმაყოფილებდა „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" საქართველოს კანონის მე­15 მუხლის „ბ" პუნქტით დადგენილ პირობას და მის მიმართ არ არსებობდა ამავე კანონის მე-18 მუხლით გათვალისწინებული ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები. შესაბამისად, დაკმაყოფილდა მოთხოვნა და ირანის ისლამური რესპუბლიკის არასრუწლოვან მოქალაქეს მიეცა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვა 2019  წლის 1 მაისიდან 2020 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლები არასრულწლოვანს დაეხმარნენ ქართულ-ამერიკულ სკოლაში სწავლის დაწყების უზრუნველსაყოფად საჭირო დოკუმენტაციისა და შესაბამისი კომუნიკაციისთვის, სადაც მოზარდი სწავლას მე-10 კლასიდან აგრძელებს.