KB ჩართულობით დამსაქმებელმა მუშაკს სამი თვის ბონუსის თანხა გადაუხადა

15.06.2019

KB ჩართულობით დამსაქმებელმა მუშაკს სამი თვის ბონუსის თანხა გადაუხადა

KB-ს იურიდიული კონსულტაციის მიღების მიზნით, მომართა მოქალაქემ, რომელმაც აღნიშნა, რომ დასაქმებული გახლდათ ერთ-ერთ სტამბაში ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე. „დამსაქმებელსა“ და „დასაქმებულს“ შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობები დაიწყო 2018 წლის დეკემბერში და დასრულდა 2019 წლის აპრილში. მოქალაქემ აღნიშნა, რომ ყოველთვიური, ხელზე ასაღები ხელფასის - 1000 ლარის გარდა, „დამსაქმებელი“, აგრეთვე ყოველთვიურად უზრუნველყოფდა ბონუსს სისტემით დამატებით ანაზღაურებას. კერძოდ, ერთი თვის მიღებული შეკვეთებისა და მომსახურების შეჯამების საფუძველზე, „დასაქმებული“ ღებულობდა დამატებით ანაზღაურებას, რაც მხარეთა შეთანხმებით, არ აღმატებოდა მიღებული შეკვეთების ჯამურ მოცულობას 1%-დან - 3%-ის მდგომარეობით. მოქალაქის გადმოცემით, ყოველთვიური შეკვეთების აღრიცხვა ხდებოდა ელექტრონული სისტემით, რომელზედაც წვდომა თანაბრად გააჩნდა, როგორც „დასაქმებულს“ ასევე მის უშუალო ხელმძღვანელს,  ხოლო ყოველი თვის ბოლოს, არსებული მონაცემის საფუძველზე, დგებოდა „დასაქმებულის“ მიმართ გასაცემი ბონუსის ოდენობა. ამასთან, მოქალაქემ აღნიშნა, რომ ექაუნთ მენეჯერის უფლებამოსილებასთან ერთად, „დამსაქმებლის“ დავალებით, დამატებით ახორციელებდა სხვა უფლებამოსილებასაც, რაც გულისხმობს სალაროს მმართვა, R.S.-ზე ზედნადებებისა და შიდაგადაზიდვების შესახებ დოკუმენტების ატვირთვა. 


კომპანიამ მუშაკთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის დასრულება, გამოსაცდელი ვადის დარსულების საფუძვლით, დაასრულა. მუშაკის გადმოცემით, მას შემდეგ, რაც კომპანიასთან სოციალური ქსელის მეშვეობით განახორციელა მიმოწერა და მოითხოვა კუთვნილი, ბოლო აპრილის თვის სახელფასო ანაზღაურების გადახდა, „დამსაქმებელმა“ აღნიშნული ვალდებულა შეასრულა, თუმცა მისივე განმარტებით, კომპანია არ უზრუნველყოფს დარჩენილი შრომითი ანაზღაურების გაცემა, კერძოდ, 1375 ლარის გადახდა, რაც გამომდინარეობდა აუნაზღაურებელი ბონუსის სისტემიდან და დავალიანება „დასაქმებულის“ მიმართ არსებობდა 2019 წლის თებერვალი, მარტი და აპრილის თვის გადაუხდელი თანხების მოცულობით. 


KB გაეცნო მოქალაქის მიერ კომპანიის მიმართ წარდგენილ სამართლებრივ პრეტენზიას და მიაჩნია, რომ მოთხოვნა სამართლიანი, დასაბუთებული და ობიექტურია. 2019 წლის 31 მაისს, KB ხელმძღვანელობამ წერილობითი ფორმით მიმართა დამსაქმებელ ორგანიზაციას, დაასაბუთა მოთხოვნის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, წერილის მიღებიდან 3 კალენდარული დღის მანძილზე მოითხოვა ვალდებულების შესრულება. დამსაქმებელმა შეაფასა წარდგენილი პრეტენზიები და სრულად უზრუნველყო ვალდებულების შესრულება.