რა ცლილებები შემოაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსს?

23.09.2019

რა ცლილებები შემოაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსს?

საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მესამე მოსმენით 85 ხმით ბავშვის უფლებათა კოდექსი  მიიღო. კანონი გულისხმობს კოდექსის შემუშავებით, ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით ერთიანი სახელმწიფოებრივი და სისტემური ხედვის შემუშავებას. საპარლამენტო განხილვების დროს, კანონში ცალკეულმა ჩანაწერემა აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. განსაკუთრებული დისკუსიის საგანი გახდა მისი ცალკეული მუხლები.

ბავშვის უფლებათა კოდექსის მიღებით, ცვლილებები შედის არაერთ კანონში, მათ შორის, ადმინისტარციულ სამაართალდარღვევათა კოდექსს დაემატა რამდენიმე სახის ადმინისტრაციული ჯარიმა. ცვლილებები შევა სამოქალაქო, სისხლის და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობაში, ამასთან, კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ” და სხვა.

მნიშვნელოვანია, კოდექსის მიღებით, ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით დეცენტრალიზებული სისტემის შექმნა. ადგილობრივ დონეზე შეიქმნება ბავშის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურები, რომლებიც, ადგილზე, ოპერატიულად და ეფექტიანად უზრუნველყოფენ თავიანთ მუნიციპალიტეტებში მცხოვრები ბავშვების უფლებების დაცვასა და მათი პრობლემების აღმოფხვრას.

ამის უზრუნველსაყოფად მუნიციპალურ სამსახურებს უნდა ჰყავდეთ ბავშვის ფსიქოლოგი, სოც-მუშაკი, ჯანმრთელობის მართვის სპეციალისტი, სამართლებრივი დახმარების სპეციალისტი და ა.შ. ამასთან, 2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალურმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ ბავშვის უფლებათა დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურებისგან განსაზღვრა და შეიმუშავონ მთელი რიგი პროგრამები ამ მიზნით.

ასევე, მნიშვნელლოვანია რამდენიმე ნორმა, რომელიც ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით ახალ რეალობას შექმნის. პირველ რიგში, აღსანიშნავია ბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე. კოდექსის თანახმად, ბავშვს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს ან/და შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს. კოდექსი ითვალისწინებს დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმს იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი ჩათვლის, რომ  ადრეულ და სკოლამდელ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული განათლების დაწესებულებებში მის მიმართ განხორციელდა არამართლზომიერი ქმედება, მას შეეძლება საჩივრის წარდგენით დაიცვას საკუთარი უფლებები.

ახალი კოდექსი, ბავშვთა დაცვის ეროვნული სისტემის შემოღებით, კრძალავს ბავშის მიმართ ნებისმიერი სახის, ხარისხის ფიზიკური დასჯის გამოყენებას.

აღსანიშნავია ასევე ის გარემოება, რომ კოდექსის თანახმად, სახელმწიფო იღებს ვალდებულებას განსაკუთრებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ისეთ ბავშვებს, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამომოკლებული არიან მშობლების მზრუნველობას. ამავე დროს მიჩნეულია, რომ ბავშვის ალტერნატიულ ზრუნვაში განთავსება უნდა იყოს ერთადერთი, უკიდურესი ზომა (ultima racio), გამომდინარე იქიდან, რომ პრიორიტეტია ბავშვი იზრდებოდეს ბუნებრივ, ოჯახურ გარემოში.

კოდექსის 66-ე მუხლის თანახმად, საჯარო ღონისძიებებში ბავშვის მონაწილეობის ხელმძღვანელი ვალდებულია ბავშვს და მის კანონიერ წარმომადგენელს მიაწოდოს სრულყოფილი ინფორმაცია ღონისძიების მიზნების, დაგეგმილი აქტივობების და მხარეთა უფლება-მოვალეობების შესახებ. ეს ჩანაწერი თავისი არსით ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გავითვალისწინებთ წინა წლებში, სკოლებში მოწყობილი ექსკურსიების და ამ ექსკურსიების დროს ტრანსპორტის გაუმართაობის თუ არა კვალიფიციური მძღოლების შერჩევით გამოწვეულ ავტოსაგზაო შემთხვევებს.

ამ სახის ფაქტების პრევენციისთვის, კარგი იქნება, თუ ბავშვი და მისი წარმომადგენელი სრულიად იქნებიან ჩართულნი ექსკურსიის თუ სხვა სახის საჯარო ღონისძიების დაგეგმვისა და მიმდინარეობის შესახებ. ღონისძიების ხელმძღვანელს ინფორმაცია უნდა ჰქონდეს, როგორც ტრანსპორტის გამართულობაზე, ასევე ბავშვების განთავსების ადგილის საევაკუაციო გეგმაზე.

კოდექსი ითვალისწინებს ყველა  იმ პირის სპეციალიზება/გადამზადებას, ვინც ბავშვის უფლებების დაცვის კუთხით  მიმდინარე პროცესებში  იქნება ჩართული სასამართლოში, ადმინისტრაციულ ორგანოში თუ სხვა სახის დაწესებულებაში. პროფესიონალთა სპეციალიზაციის ინსტიტუციური სისტემა მოიცავს ბავშვთან და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე ადვოკატების, პროკურორების, პოლიციელების, მოსამართლეების, მედიატორების, სოციალური მუშაკების, ფსიქოლოგების და სხვა სპეციალისტების შერჩევის, მოსამზადებელი და განგრძობადი სწავლების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, საქმიანობისხარისხის კონტროლის და ეთიკური სტანდარტების უზრუნველყოფას.

როგორც დასაწყისში აღინიშნა, კოდექსის მიღებასთან ერთად, ცვლილებები შედი არაერთ კანონში, მათ შორის სამოქალაქო კოდქსშიც. ცვლილებების თანახმად დაწესდება სავალდებულო სასამართლო კონტროლი არასრულწლოვნის საკუთრების უფლების გასხვისების პროცედურებზე. შედეგად, სავარაუდოდ, ბავშვის მშობელს, მის კანონიერ წარმომადგენელს მოუწევს სასამართლოში იმის მტკიცება, რომ საკუთრების გასხვისება გამომდინარეობს ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან. ასევე, სასამართლოს მიენიჭება უფლებამოსილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის საკითხი განიხილოს 14 წლამდე ასაკის პირის ინიციატივითაც. 14 წლამდე არასრულწლოვანს მიენიჭება უფლებამოსილება დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს თავის უფლებების დასაცავად, მშობელთა მხრიდან ბავშვის აღზრდასა და განათლებასთან დაკავშირებული მოვალეობების შეუსრულებლობისას ან არასათანადოდ შესრულებისას, ან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებისას;

რაც შეეხება, ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს, აღსრულების მექანიზმის კუთხით ცვილილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სადაც მთელი რიგი სანქციებია გაწერილი ფულადი ჯარიმის სახით. მაგალითად კოდექსის 144 (22 პრიმი) მუხლის თანახმად: ინტერნეტ გვერდზე ბავშვისათვის საფრთხის შემცვლელი ინფორმაციის განთავსების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბიბლიოთეკებში და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ბავშვის ინტერნეტ ქსელზე წვდომის წესების დარღვევა ან კონტროლის განხორციელებაზე უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

ამასთან, ცვლილებებით, არასრულწლოვნისთვის განათლების მიღებაში ხელის შეშლა, არასრულწლოვნის ჩაბმა ან გამოყენება ისეთი სამუშაოს შესასრულებლად, რომელიც ხელს უშლის განათლების მიღებაში ან საზიანოა მისი ჯანმრთელობის, ფიზიკური, გონებრივი, მორალური, ემოციური ან სოციალური განვითარებისთვის, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთვევაში – 2 000 ლარის ოდენობით.

ახალი კოდექსი კომპლექსურ დოკუმენტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში შემუშავებულ იქნას ბავშვის უფლებათა დაცვის ერთიანი ხედვა და იმედია, კოდექსის ამოქმედებით ქვეყანაში შეიქმნება ისეთი გარემო, სადაც ბავშვების უფლებები და ინტერესები ყველა სფეროში მაქსიმალურად იქნება დაცული.

ლიკა ლემონჯავა

კომპანიის იურისტი