KB - მოპასუხე 21,600 ლარის წარსული დროის ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლდა

20.05.2017

KB - მოპასუხე 21,600 ლარის  წარსული დროის ალიმენტის გადახდისგან გათავისუფლდა

2017 წლის 17 მაისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ე.გ-ს სარჩელი ყოფილი მეუღლის, ხ.ბ.-ს მიმართ, რომლითაც მოთხოვნილ იქნა ალიმენტის ყოველთვიური გადასახადი 600 ლარის ოდენობით და წარსული დროის ალიმენტის გადახდა 2013 წლის 19 დეკემბრიდან სარჩელის აღძვრის დრომდე, 21,600 ოდენობით გადახდა.

კომპანიის წარმომადგენლები სასამართლოში ახორციელებდნენ ყოფილი მეუღლის, მოპასუხე ხ.ბ-ს კანონიერი ინტერესების დაცვას. მოპასუხემ სარჩელი ალიმენტის გადახდევინების მოთხოვნაში, ნაწილობრივ სცნო და არასრუწლოვანი 13 წლის შვილის სასარგებლოდ, დაეთანხმა 200 ლარის ყოველთვიურად გადახდას. 


თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოთხოვნა წარსული დროის ალიმენტის გადახდევინების თაობაზე, უსაფუძვლობის გამო, არ დაკმაყოფილდა. მოპასუხეს დაევალა არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ყოველთვიური ალიმენტის დაკისრება 300 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს ნაწილობრივ დაეკისრა საადვოკატო მომსახურების ხარჯების გადახდაც. 


მოპასუხე კატეგორიულად არ დაეთანხმა და სასამართლო ეტაპზე დაადასტურა მოსარჩელის მსჯელობის საწინააღმდეგო გარემოებები, რომელიც ეხებოდა მტკიცებას იმის შესახებ, თითქოსდა მამას ა) "არავითარი სახის" ურთიერთობა არ გააჩნდა შვილთან, ბ) "არანაირ" მატერიალურ დახმარებას არ იღებდა შვილის რჩენისა და აღზრდისთვის, გ) მოპასუხეს არ ჰყავდა მეუღლე და არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში დ) მამის კმაყოფაზე არ იმყოფებოდნენ სხვა პირები, ე) მამა ზეპირსიტყვიერად "არაერთხელ" იქნა გაფრთხილებული მატერიალური დახმარებისთვის, მაგრამ უშედეგოდ და ვ) მამა "თავს არიდებდა", როგორც მატერიალური სახით შვილის დახმარებას, ასევე მის ნახვას. კომპანიის წარმომადგენლებმა შეძლეს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენა და მოსარჩელის პოზიციების გაბათილება. 


ამასთან, მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის უშედეგოდ დასრულდა დავის მორიგებით დასრულებისთვის მიმართული ძალისხმევა. საქმეში მომზადებულ იქნა მორიგების აქტის პროექტიც.