KB საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან დადებული მემორანდუმის ხელმომწერი გახდა

2.06.2017

KB საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან დადებული მემორანდუმის ხელმომწერი გახდა

2017 წლის 2 ივნისს, კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატები“ საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანების სახელით, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან დადებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს შეუერთდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს 2018 წლის 1 იანვრიდან საადვოკატო პროფესიაში შემომსვლელი პირებისთვის, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სავალდებულო ერთწლიანი სტაჟირების პროგრამის განვითარებას, ხელშეწყობასა და მხარდაჭერას. საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანება 2017 წლის მაისში დაფუძნდა, რომლის წევრიც კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატებია“. გაერთიანება 70-ზე მეტ საქართველოში მოქმედ იურიდიულ ფირმას აერთიანებს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასთან მემორანდუმს ხელი ახალმა კომპანიებმაც მოაწერეს, რომლებიც საქართველოს საადვოკატო ბიუროების გაერთიანებას 2 ივნისს შემოუერთდნენ. მემორანდუმს ხელი კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატების“ სახელით, ფირმის დირექტორმა, არჩილ კაიკაციშვილმა მოაწერა.