KB - მოქალაქეს სესხის ხელშეკრულებაზე შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები 6-ჯერ შეუმცირდა

28.06.2017

KB - მოქალაქეს სესხის ხელშეკრულებაზე შეუსაბამოდ მაღალი ჯარიმები 6-ჯერ შეუმცირდა

2017 წლის 19 ივნისის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განჩინების საფუძველზე, სასესხო ურთიერთობების დავა, KB-ის კლიენტის ინტერესების სასარგებლოდ, მორიგებით დასრულდა. კომპანია სასამართლოში წარმოადგენდა მოპასუხე რ.ს-ს ინტერესებს, ხოლო მოსარჩელე გახლდათ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმო. კერძოდ, მოქალაქის მიმართ შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმომ სასამართლოში სარჩელი 2016 წელს შეიტანა და მოითხოვა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებების დაკისრება. რ.რ.-ს წარმომადგენლი სარჩელს ნაწილობრივ დაეთანხმა, თუმცა სადაო გახადა წლიური 60% სარგებლის დაკისრება. ასევე მოთხოვნილ იქნა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.

2017 წლის 19 ივნისის სხდომაზე, KB-ს იურისტებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე წარმოადგინეს მორიგების პირობები. მხარეებს შორის წარიმართა მოლაპარაკება, სასამართლომ ხელი შეუწყო მხარეებს შორის მორიგების შესაძლებლობის განხილვას. შედეგად, მხარეები შეთანხმდნენ მორიგების პირობებზე და მათ შორის გაფორმდა მორიგების აქტი.

მიღწეული შედეგის თანახმად, მოქალაქეს ჯარიმა შეუმცირდა 6-ჯერ, განახევრდა მომდევნო თვეებზე დასარიცხი პროცენტი, გადასახდელი ვალდებულება განწილვადდა 24 თვეზე, პირველი 6 თვე უპროცენტოდ, ხოლო მომდენო - 18 თვე 2.5%-ში იქნა გაცემული 5%-ს ნაცვლად.