KB - ვაკანსია ადვოკატის მოწვევაზე თბილისსა და რეგიონებში

2.07.2017

KB - ვაკანსია ადვოკატის მოწვევაზე თბილისსა და რეგიონებში

ვაკანსიის დასახელება: ადვოკატი სამოქალაქო და სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 

გამოქვეყნება: 03 ივლისი/ბოლო ვადა 20 ივლისი

ადგილმდებარეობა: თბილისი, აჭარა, იმერეთი, შიდა და ქვემო ქართლი, კახეთი

იურიდიული კომპანია „კაიკაციშვილი და ადვოკატები“ (www.Kbarristers.ge) პროფესიულ საზოგადოებაში საქმიანობს 2015 წლის იანვრიდან. კომპანია დაკომპლექტებულია ახალი თაობის იურისტებით და აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე.

კომპანიას გააჩნია მაღალი საჯარო ინტერესის დავები და აქტიურ მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებების დაცვის ინსტიტუცინალიზაციის პროცესში.

2017 წლიდან ფირმის განვითარების გრძელვადიანი სტრატეგიის თანახმად, კომპანია სათანამშრომლოდ იწვევს ახალგაზრდა ადვოკატებს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში, რომლებიც კომპანიის სახელით განახორციელებენ წარმომადგენლობით უფლებამოსილებას.

აპლიკანტის ვალდებულებები და მოვალეობები:

  • საქმისწარმოება პროფესიული ეთიკისა და კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის საფუძველზე;
  • საქმისწარმოების დოკუმენტაციის მომზადება და სრულფასოვანი  წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება კომპანიის მთავარ მენეჯმენტთან შეთანხმების საფუძველზე;
  • კომპანიის სახელით, პროცესის მონაწილე მხარეებთან, სასამართლო ინსტანციასთან, ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საჯარო უწყებებთან, მესამე პირებთან კომუნიკაციის წარმართვა;
  • წარმოებული საქმეებისა და დაკისრებული პროფესიული მოვალეობების შესახებ სპეციალური ანგარიშების მომზადება კომპანიის მთავარი მენეჯმენტის მიმართ.

აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პრაქტიკულ ცოდნას და პროფესიულ უნარ-ჩვევებს:

  • პასუხისმგებლობისა და ანგარიშვალდებულების გრძნობა;
  • პრეზენტაბელურობა და დაცვის უნარ-ჩვევები;
  • ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • სამართლებრივი მართლწერის ფლობა და ცოდნა;
  • გუნდური მუშაობის უნარი და განსხვავებული აზრის მიმართ პატივისცემა;
  • კომუნიკაბელობა, ენერგიულობა და დამოუკიდებლობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office: Word, Excel; PowerPoint; Internet) სრულყოფილი ცოდნა;
  • ქართული, რუსული და ინგლისური ენების საბაზისო ცოდნა.

აპლიკანტი შეირჩევა შემდეგი მოთხოვნების მიხედვით:

  • უნდა გააჩნდეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მიერ სამოქალქო ან/და საერთო სპეციალიზაციით საქმიანობის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
  • უნდა გააჩნდეს საერთო სასამართლოებში საადვოკატო უფლებამოსილების განხორციელების არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება;
  • უნდა წარმოადგენდეს იმ ტერიტორიულ ერთეულში რეგისტრირებულ მცხოვრებს, სადაც კომპანია აცხადებს თანამშრომლობის შესაძლებლობას;
  • აპლიკანტი არ უნდა წარმოადგენდეს კერძო ან საჯარო ორგანიზაციის წევრს ან/და იმყოფებოდეს შრომით ურთიერთობაში მესამე პირებთან;
  • აპლიკანტის ასაკობრივი ცენზი არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.

აპლიკანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • ქართულ ენაზე ავტობიოგრაფია - CV (აუცილებლად მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია-საფოსტო მისამართი, ტელეფონი);
  • სამოტივაციო წერილი (დოკუმენტი უნდა შეიცავდეს, აგრეთვე ინფორმაციას წარმოებული საქმეებზე დავის საგნისა და საქმის შედეგების თაობაზე);
  • ადვოკატის ლიცენზიის მოწმობის ელექტრონული ვერსია.

აპლიკანტი შეირჩევა შემდეგ ტერიტორიული ერთეულებიდან:

თბილისი, აჭარა (ბათუმი, ქობულეთი), იმერეთი (ქუთაისი, ზესტაფონი), შიდა ქართლი (გორი), ქვემო ქართლი (რუსთავი), კახეთი (თელავი, სიღნაღი).

განსაკუთრებული აღნიშვნვა:

აპლიკანტმა მოთხოვნილი დოკუმენტაცია ელექტრონული ფორმით უნდა მოგვაწოდოს შემდეგ მისამართზე: vakanciayb@gmail.com

სათაურში მიუთითეთ სიტყვა: „ადვოკატი“.

შერჩევის პროცედურა:

კომპანია პირველ ეტაპზე შეარჩევეს დამაჯერებელი პროფესიული ბიოგრაფიის მქონე აპლიკანტებს. მეორე ეტაპზე მოხდება კომპანიის მთავარ მენეჯმენტთან გასაუბრება. ამავე ეტაპზე, მოხდება თანამშრომლობის პირობებისა და ფირმის კორპორაციული წესების გაცნობა.

არასრულად ან კონკურსის დასრულების შემდეგ წარმოდგენილი განაცხადებები არ განიხილება.