ვინ დაამოწმებს მინდობილობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი რეგულაციის თანახმად

6.10.2017

ვინ დაამოწმებს მინდობილობას პენიტენციურ დაწესებულებაში ახალი რეგულაციის თანახმად

2017 წლის 1 ივნისის ცვლილებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსში, წარმომადგენლობის უფლებამოსილების გაფორმების პროცედურაში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, დაზუსტდა პენიტენციურ დაწესებულებაში მინდობილობის დამოწმების უფლებამოსილი პირი. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის 1-ელ ნაწილში დაზუსტდა პენიტენციურ დაწესებულებაში მინდობილობის დამოწმების უფლებამოსილი პირი. კანონის თანახმად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი განსხვავებულ პირობას ადგენს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიმართ წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამოწმებისთვის.

2017 წლის ცვლილების მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის მიერ გაცემულ მინდობილობას ამოწმებს ამ დაწესებულების დირექტორი, ახალი რეგულაციის თანახმად კი, განისაზღვრა კონკრეტული პირი, რომელიც უშუალოდ არის უფლებამოსილი დაამოწმოს მინდობილობა.

ძველი რეგულაციის მიხედვით, მსჯავრდებულის მინდობილობას ამოწმებდა პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია, ტერმინი „დაწესებულების    ადმინისტრაცია“ არის ზოგადი და ბუნდოვანი, ხოლო კონკრეტული პასუხისმგებელი პირის განსაზღვრით, თავიდან იქნა აცილებული ფუნქციების არამართლზომიერი გადანაწილება.

მოცემული ცვლილება მისასალმებელია, ვინაიდან აცილებულ იქნა პროცედურული სირთულეები. ასევე ახალი რეგულაციით  კანონი სამართლებრივად დაზუსტებული და გამართულია.