KB - სასამართლომ მეუღლეთა შორის ქორწინება მორიგების აქტის საფუძველზე შეწყვიტა

22.10.2017

KB - სასამართლომ მეუღლეთა შორის ქორწინება მორიგების აქტის საფუძველზე შეწყვიტა

KB-ის წარმომადგენლობით, 2017 წლის 9 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ განქორწინების, ალიმენტის დაკისრების, არასრუწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისა და შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის დავაზე, მხარეთა მორიგების გამო, საქმის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. KB-ის წარმომადგენლება ხელი შეუწყვეს მხარეთა შორის დავის მორიგებით დასრულების შესაძლებლობას. კომპანია სასამართლოში არასრულწლოვანისა და მისი დედის ინტერესებს წარმოადგენდა. 
მოქალაქე ს. ხ.-მა 2017 წლის 28 აპრილს ნ, რ.-ის მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა და მოითხოვა არასრუწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა, ალიმენტის გადახდის დაკისრება, არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, ხოლო 2017 წლის 9 აგვისტოს სასამართლოს მიემართა დაზუსტებული სარჩელით და მოითხოვა ნ. რ.-თან რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა. მოპასუხე ნ. რ.-მა 2017 წლის 22 აგვისტოს დაზუსტებული შესაგებლით მოსარჩელის სარჩელი, ალიმენტის გადახდის მოთხოვნაში, ნაწილობრივ სცნო. 
2017 წლის 8 ოქტომბერს, მოპასუხე დაეთანხმა განქორწინებასთან ერთად, შვილის საცხოვრებელი ადგილის დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას და შვილთან ურთიერთობის წესის შედგენას პროცესის მონაწილე ორივე მხარის საერთო ინტერესების გათვალისწინებით. თავის მხრივ, მოსარჩელემ უარი თქვა მოპასუხეს დაკისრებოდა სასამართლო და სასამართლოსგარეშე ხარჯები. შესაბამისად, სასამართლომ დავა მორიგებით დაასრულა, განჩინების ზემდგომ ინსტანციაში გასაჩივრებაზე კი, მხარეებმა უარი განაცხადეს. შესაბამისად, განჩინება დაუყოვნებლივ შევიდა კანონიერ ძალაში.