სამართლიანია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

25.10.2017

სამართლიანია თუ არა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება

2017 წლის 17 ოქტომბრის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა კონსტიტუციური სარჩელი #550, რომლის თანახმადაც საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 185-ე მუხლის ის ნორმატიული შინაარსი, რომლის თანახმადაც, „გამსხვისებელი ითვლება მესაკუთრედ, თუ იგი ასეთად არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში“ იმ შემთხვევაში, როდესაც რეესტრის ჩანაწერის წინააღმდეგ შეტანილია საჩივარი და ეს ფაქტი შემძენისთვის ცნობილია.  

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად ერთის მხრივ გაიზარდა მესაკუთრის ინტერესები, ხოლო მეორეს მხრივ შეიზღუდა შემძენის ინტერესები. განსახილველ ურთიერთობებში გაუმართლებელია, რომ ერთ მხარეზე გადანაწილდეს პასუხისმგებლობა, მოცემულმა გადაწყვეტილებამ მესაკუთრის ინტერესების გათვალისწინებით განამტკიცა ის გარემოება, რომ შემძენი იყოს მეტად დაკვირვებული, რაც შეამცირებს სამომავლოდ მესაკუთრის მიმართ მოსალოდნელ ზიანს.

საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე განიხილა უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული არერთგვაროვანი პრაქტიკა და  გაითვალისწინა ყოველ კონკრეტულ შემთხვევის მიმართ განმარტებული ნორმა, რის საფუძველზეც მიიჩნია, რომ მესაკუთრის ინტერესების დაცვა მოცემულ ნაწილში პრიორიტეტულია.

საბოლოოდ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება დადებითად შეფასდეს, ვინაიდან მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობა/მოსალოდნელი რისკი არ იყოს მხოლოდ ერთ მხარეზე გადანაწილებული, ასევე დაცული უნდა იქნეს მესაკუთრეს ინტერესები, რამაც არ უნდა შეზღუდოს კეთილსინდისიერი შემძენის კანონისმიერი უფლებები გაუმართლებლად. მიღებული გადაწყვეტილებით იქნა მესაკუთრის ინტერესები დაცული, რაც სამართლიანია.