რა ოდენობით დაჯარიმდებიან მოქალაქეები ტექ-დათვალიერების წესების დარღვევისთვის

24.11.2017

რა ოდენობით დაჯარიმდებიან მოქალაქეები ტექ-დათვალიერების წესების დარღვევისთვის

2017 წლის ნოემბრის თვეში პარლამენტს წარედგინა მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომლის თანახმად ცვლილება შედის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კერძოდ, 118-ე მუხლში, პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობა.

აღნიშნული ცვლილების თანახმად პირს, რომელიც მართავს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება დადგენილი წესით გამოიწვევს ფიზიკური პირების მიმართ 50 ლარის ოდენობით დაჯარიმებას.

იმ შემთხვევაში, თუკი ჯარიმა გადახდილი არ იქნება განსაზღვრულ ვადაში, პირს დაეკისრება საურავი 500 ლარის ოდენობით, ხოლო საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმა შეიცვლება ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 6 თვით შეჩერებით.

წარმოდგენილი ცვლილება დაკავშირებულია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების ეფექტურ განხორციელებასთან და აღსრულებასთან დაკავშირებით.

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კანონი ძალაში შევა 2018 წლის 1 იანვრიდან.