როგორ ხდება განქორწინებისას შინაური ცხოველის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად

25.01.2018

როგორ ხდება განქორწინებისას შინაური ცხოველის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა აშშ-ს კანონმდებლობის თანახმად

მეუღლეების განქორწინების დროს, როგორც წესი, ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს: ალიმენტს, საცხოვრებელი ადგილისა და შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრას. თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია შინაური ცხოველების განაწილებასთან დაკავშირებული დავები. აღნიშნული საკითხი ზოგიერთ ქვეყანაში საკანონმდებლო მოწესრიგების საგნადაც იქცა. მაგალითად, ამერიკის ერთ-ერთ შტატში, ილინოისში, 2018 წლის 1 იანვარს მიიღებული კანონის თანახმად მოსამართლე შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, ასევე წყვეტს თუ რომელ წყვილთან უნდა დარჩეს შინაური ცხოველი.

ტრადიცული მიდგომა - დამკვიდრებული მოსაზრების თანახმად, შინაური ცხოველები მიიჩნევიან მატერიალური ქონების ნაწილად. როგორც წესი, სასამართლო სხდომის ფარგლებში არ ხდებოდა რომელიმე მხარის სენსიტიური მიდგომის გათვალისწინება ცხოველის მიმართ მისი განაწილების დროს. ის ერთიანი ქონების ნაწილში ექცეოდა. ამის შემდეგ, წყვილები სასამართლოს მიღმა შეთანხმების საფუძვლზე წყვეტდნენ თუ ვისთან უნდა დარჩენილიყო შინაური ცხოველი.

არსებული რეალობა - დღესდღეობით, წყვილებს, რომლებსაც შვილები არ ჰყავთ, მთელი ყურადღება შინაური ცხოველისკენ გადააქვთ. ეს ფაქტი, შინაურ ცხოველს მათი ცხოვრების მნიშვნელოვან და განუყოფელ ნაწილად ხდის. როგორც წესი, წყვილები ინაწილებენ ფინანსურ ვალდებულებესაც ცხოველის მიმართ.

ახალი კანონი - აღნიშნული რეალობიდან გამომდინარე, შტატებში გამოიკვეთა ამ მიმართულებით საკანონმდებლო წინადადების შემუშავების აუცილებლობის ტენდენცია. იმის ნაცვლად, რომ ცხოველი აღქმული იყოს როგორც ქონების ნაწილი, მის საცხოვრებელ ადგილს, ილიონისსში მოქმედი კანონის თანახმად,  განსაზღვრავს მოსამართლე. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, მოსამართლემ, ფაქტობრივად, უნდა განსაზღვროს რა წარმოადგენს „ცხოველის საუკეთესო ინტერესს.“

აშშ-ში უკვე კანონმდებლობაშიც აისახა ის მიდგომა, რასაც ოჯახები დიდი ხანია იზიარებენ: შინაური ცხოველი უფრო ღირებულია ოჯახისთვის, ვიდრე მატერიალური ქონება.