KB - დავა განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა

1.04.2018

KB - დავა განათლების საერთაშორისო ცენტრის წინააღმდეგ წარმატებით დასრულდა

KB-ის წარმომადგენლობით, 2018 წლის 29 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ სსიპ განათლების საერთაშორისო ცენტრის მიმართ, „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018-ის მონაწილის, თ.კ.-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ცენტრის 2017 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება თ. კ.-ს მიმართ სასტიბენდიო პროგრამა: „საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები 2017-2018“ კონკურსის მესამე ეტაპის გადალახვაზე უარის თქმის შესახებ, 2017 წლის 12 ივლისის სხდომის ოქმი #8 თ.კ.-ს მიმართ სწავლის საფასურისა (44 695 აშშ დოლარი) და საყოფაცხოვრებო ხარჯების (22 073 აშშ დოლარის) დაფინანსებაზე უარის თქმის ნაწილში და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე, განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა თ.კ.-ს თავიდან შეფასება, ახალი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. ამასთან, სრულად დაკმაყოფილდა ცენტრის მიმართ მხარის სასამართლო და სასამართლოს გარეშე ხარჯების დაკისრების მოთხოვნა.

მოსარჩელემ 2017 წლის 26 აპრილს ჩააბარა ბოსტონის უნივერსიტეტის განვითარებადი მედიის შესწავლის სამაგისტრო პროგრამაზე. მას მაღალი აკადემიური მოსწრების გამო, უნივერსიტეტმა სტიპენდია გამოუყო, ხოლო დარჩენილი თანხის მოპოვების მიზნით, მონაწილეობა მიიღო განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ „სასტიპენდიო პროგრამა „საერთაშორისო სამაგისტრი პროგრამები 2017-2018“ კონკურსში. თ.კ.-მა წარმატებით გადალახა კონკურსის ორი ეტაპი, ხოლო მესამე ეტაპზე, საკონკურსო კომისიის მხრიდან მიიღო დაბალი შეფასება და უარი ეთქვა დაფინანსების მიღებაზე. აპლიკანტის კომისიასთან შემდგომი კონტაქტის შედეგად, თ.კ.-ს გადაეცა შეკითხვები, კრიტერიუმები და შეფასება. აღმოჩნდა, რომ ერთი მსგავსი შეკითხვის გარდა, თ. კ.-ს მიმართ არც ერთი სხვა შეკითხვა გასაუბრებაზე დასმული არ ყოფილა. მისი შეფასება ცენტრის მიერ დადგენილი კრიტერიუმების მიხედვით არ მომხდარა. შესაბამისად, მხარემ მიმართა სასამართლოს დაფინანსების მიღებაზე უარის თქმის შესახებ მიღებული აქტების ბათილად ცნობაზე და დარღვეული უფლებების აღდგენა მოითხოვა. სასამართლომ მოსარჩელის სამართლებრივი პრეტენზიები და დასაბუთება გაიზიარა. საქმეზე გადაწყვეტილება მოსამართლე ნანა დარასელიამ მიიღო.