ჩვენ

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება არჩილ კაიკაციშვილის იურიდიული კომპანიის ოფიციალურ გვერდზე!

იურიდიული ფირმა „კაიკაციშვილი და ადვოკატები“ დაფუძნდა 2015 წლის 30 იანვარს და წარმატებით მოღვაწეობს ქართულ სამართლებრივ სივრცეში​

ჩვენ ვართ იურიდიული საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლები, ახალგაზრდული პროფესიული გუნდი, ახალი თაობის იურისტები. ჩვენი მიზანია საადვოკატო მომსახურების სფეროში, დავამკვიდროთ სტანდარტები, შევცვალოთ პრაქტიკული მიდგომები, კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა გავხადოთ კომპანიის კომერციულ ინტერესებზე მაღლა, ქვეყანაში იურიდიული მომსახურების მიღება გახდეს ხელმისწავდომი, შევცვალოთ დამოკიდებულება და ყველა საქმეზე ყველა გადაწყვეტილება მივიღოთ მხოლოდ კლიენტის მონაწილეობით, შევთავაზოთ მათ მომსახურების ხელშეკრულების საუკეთესო ვერსია და ანგარიშსწორება დავაფუძნოთ კლიენტის ინტერესების გათვალისწინებით, ვინაიდან იურიდიული დახმარების მიღება, არც ერთი იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის, აღარ უნდა გახდეს დაკავშირებული არსებულ სირთულეებთან, გაუმართლებელ ფინანსურ დანახარჯებთან, უფლებების დაცვა არ უნდა გახდეს ადამიანის პროფესიულ შეცდომაში შეყვანის საფუძველი და არც არანორმირებული კომერციული შემოსავლის მიღების წყარო.

ჩვენ ვართ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი, პასუხისმგებლობის მქონე და პრინციპული წარმომადგენლები, გვაქვს ძლიერი საფუძვლები სამართალში, აკადემიური ცოდნა, რაც გვაძლევს უფლებას, ჩავერთოთ თქვენი სამართლებრივი პრობლემების მოგვარების პროცესში. შეგვწევს უნარი გამოვნახოთ გზები და საშუალებები, რათა უმოკლეს ვადებში მივაღწიოთ ეფექტურ შედეგს. ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ იურიდიული რჩევით. ჩვენი კლიენტი კომპანიის გუნდის წევრ სწორედ იმ იურისტთა მომსახურებას იღებს, რომელთაც გააჩნიათ შესაფერისი ცოდნა და გამოცდილება კონკრეტული მიმართულებით.

ჩვენი კლიენტები სარგებლობენ ფირმის დამფუძნებლის უშუალო მომსახურებით და საქმეზე სტრატეგიის შერჩევა ხდება გუნდური გადაწყვეტილებით. ჩვენ ვსწავლობთ საქმეს, ვახდენთ ანალიზს და კლიენტის მონაწილეობითვე, ვადგენთ დაცვის სტარეგიას და ვაცნობიერებთ ჩვენი მოწინააღმდეგე მხარის შესაძლებლობებს. ჩვენთვის წარმატება ნიშნავს სადავო საკითხის გადაჭრას არამხოლოდ სასამართლოს მეშვეობით, არამედ კლიენტის სამართლებრივი პრობლემის პრევენციას, მედიაციის უზრუნველყოფას, მხარესთან მოლაპარაკების პროცესს და იურიდიული პრობლემების მორიგებით დასრულების შესაძლებლობას.

ჩვენ ვართ წარმომადგენლები და თქვენი საიმედო პარტნიორები სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სფეროში. ჩვენი კომპანიის კლიენტებს შეუძლიათ ისარგებლონ ფირმის უნივერსალური შემოთავაზებებით, რომელიც დაკავშირებულია ოჯახის ადვოკატთან, იურიდიული დახმარების ელექტრონულ სისტემასთან, საარბიტრაჟო მომსახურებასთან. ჩვენი განსაკუთრებული ინტერესია ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების უფლებებზე ზრუნვა და ქვეყანაში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის დაცვის უზრუნველყოფა.

ჩვენი საქმისწარმოება ეფუძნება ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის სასამართლოს სტანდარტების გაზიარებას, რადგანაც ჩვენი კომპანიის კლიენტების გადაწყვეტილებით, ეროვნულ დონეზე წარმოებული საქმეები, შესაძლებელია გაიგზვანოს სტრასზბურგის სასამართლოში. კომპანიის მიერ წარმოებულ ასეთ დავებზე, წარმომადგენლობას სამართლის აღიარებული სპეციალისტი, ლია მუხაშავრია უზრუნველყოფს.

ჩვენი პრაქტიკული პროფესიული გამოცდილება ემყარება გუნდის სასამართლო დავებში მონაწილოების მრავალწლიან საქმიანობას. ჩვენ აქტიურად ვართ ჩართულნი ქვეყნის სამართლებრივი პოლიტიკის განხორციელების პროცესში, საკანონმდებლო ცვლილებების ინიციატივების წარმოდგენასა და ლობირებაში, სამართლებრივი დასკვნების, რეკომენდაციებისა და კვლევების განხორციელების მიმართულებით. გვაქვს საქმიანი ურთიერთობა აღმასრულებელ, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებასთან, პროფესიულ საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან.

ჩვენი იურიდიული ფირმა აქცენტს აკეთებს ახალგაზრდა პროფესიონალებზე. ამიტომაც, პროფესიული ეთიკის დაცვა და საზოგადობრივი ნდობის მნიშვნელობა, ჩვენთვის წარმოადგენს აუცილებელ ღირებულებებს. ჩვენი მიზანია, ვიყოთ ის იურიდიული ფირმა, რომელსაც კლიენტები ენდობიან ყველაზე მნიშვნელოვანი გარიგებების დროს, მიმართევნ რთულ იურიდიულ საკითხებზე რჩევისთვის და აქვთ მაღალი რწმენა, რომ ჩვენ დავიცავთ, ჩვენ შევცვლით, ჩვენ არ მივატოვებთ მათ სირთულეში და ვიშრომებთ საერთო წარმატების გამო.