რეგიონალური მომსახურება

ჩვენი კომპანიის იურისტები იურიდიულ მომსახურებას სთავაზობს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებს. ტერიტორიული პრინციპის გათვალისწინებით, იურიდიული დახმარების მიმღებ პირს შეუძლია ცხელ ხაზზე ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დაუკავშირდეს იურიდიულ ფირმას, კომპანიას გააცნოს მის წინაშე მდგარი სამართლებრივი საკითხი. კომპანიის იურისტები უზრუნველყოფენ მოქალაქეებთან უშუალო სატელეფონო კომუნიკაციას, საკითხზე სამართლებრივ კონსულტაციას, საქმის ხასიათიდან გამომდინარე, ადგილზე შეხვედრას და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებას ყველა ინსტანციის სასამართლოში. 

კომპანიის სასამართლო ან სასამართლოს გარეშე წარმომადგენლობითი უფლებამოსილება საქართველოს რეგიონებში ხორციელდება იურიდიული მომსახურებისთვის იურიდიულ ფირმაში დადგენილი წესის, პირობებისა და სტანდარტების მიხედვით. 

მოცემულ ეტაპზე, კომპანიას არ გააჩნია რეგიონალური ფილიალები, თუმცა ჩვენი კომპანია წარმატებით თანამშრომლობს მოქალაქეებთან საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან. კომპანია მათ სთავაზობს ხარისხიან მომსახურებას, საქმისწარმოების პროფესიულ სტანდარტს და კლიენტზე ორიენტირებულ მომსახურების ღირებულებას. კომპანიას ყველაზე მეტი იურიდიული დახმარება აღმოჩენილი აქვს აჭარის, გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონის მოსახლეობისთვის. ჩვენი კომპანია და ახალგაზრდული გუნდი კვლავაც თქვენი საიმედო პარტნიორია!