წარმომადგენლობა ევროსასამართლოში

ჩვენი იურიდიული ფირმა, შიდა სამართალწარმოების გარდა, მოქალაქეებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებას სთავაზობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიმართ. კომპანია ეროვნულ დონეზე წარმოებული საქმეების პროცესში, შესაბამისად ითვალისწინებს ყველა სტანდარტს, რომელიც ევროპული სასამართლოში საჩივრის წარდგენის მოთხოვნებსა და ფარგლებს განსაზღვრავს. კომპანიის გუნდს გააჩნია შესაბამისი კომპეტენცია, იურიდიული ფირმის მოწვეულ ევროსასამართლოს ექსპერტებთან ერთად, წარმომადგენლობითი უფლებამოსილება განახორციელოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით დაცული უფლების დარღვევის ფაქტებზე. კომპანია განსაკუთრებულ ინტერესს ანიჭებს დავებს, სადაც გამოვლენილია სამართლიანი სასამართლოს, პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლების, რელიგიის თავისუფლებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებათა დარღვევის ფაქტები. ჩვენი კომპანიის ყველა იურისტი ვალდებულია, ეროვნულ დონეზე წარმოებულ საქმეებზე, სამართალწარმოება განახორციელოს ევროსასამართლოს პრეცედენტულ დავების გამოყენებითა და კონვენციით დაცულ უფლებაზე მითითებით.