ჩვენი ემიგრაცია

ჩვენი კომპანიის იურისტების განსაკუთრებულ პროფესიულ მოვალეობას წარმოადგენს ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეების წინაშე მდგარი იურიდიული პრობლემების მოგვარება და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება, როგორც სასამართლო ინსტანციებში, ასევე სახელმწიფო ორგანოებთან და მესამე პირებთან. 


კომპანიას გააჩნია მდიდარი პროფესიული გამოცდილება უცხოეთში მყოფი თანამემამულეების იურიდიული მომსახურებასთან დაკავშირებით. კომპანიას გააჩნია წარმატებული საქმისწარმოების პრაქტიკა. ჩვენი მთავარი მიზანია, კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით, კლიენტის თანამონაწილეობით, ერთობლივად დავგეგმოთ სამართლებრივი პრობლემის დაძლევის საშუალებები. კომპანიის იურისტები მუდმივ ინფორმაციას აწვდიან საზღვარგარეთ მყოფ ჩვენს კლიენტებს წარმოებული საქმის მიმდინარეობის, პროცესებისა და განვითარების შესახებ. ჩვენს კლიენტებს, მუდმივი წვდომა გააჩნიათ საქმისწარმოების ელექტრონულ გვერდთან და კომპანია მუდმივად უზრუნველყოფს სასამართლო სხდომების აუდიო და ვიდო ჩანაწერის გაცნობას და გადაცემას. 


ჩვენი იურიდიული ფირმა ჩვენი ემიგრაციისთვის ყველაზე საიმედო პარტნიორია. ჩვენი კლიენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. განსაკუთრებით: საბერძნეთიდან, თურქეთიდან, რუსეთიდან, გერმანიიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან. 


ჩვენი კომპანიის იურიდიულ გუნდს გააჩნია მრავალწლიანი პრაქტიკული ჩართულობის გამოცდილება, როგორც მიგრაციის, ასევე ემიგრაციის საკითხებზე მუშაობისთვის. სხვადასხვა პროექტში მუშაობამ კომპანიას მოუტანა მდიდარი გამოცდილება ეროვნულ დონეზე იმ სამართლებრივ პრობლემებზე საუკეთესო შედეგის მისაღწევად, რომელიც მოითხოვს სპეციფიკურ ცოდნას და პრობლემის გადაჭრის მოქნილი საშულებების გამოყენებას.