უცხოელთა უფლებები

ჩვენი კომპანიისთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს საქართველოში უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა. კომპანიის იურისტები, კანონის წინაშე ყველას თანასწორუფლებიანობის პრინციპიდან გამომდინარე, თანაბარი პასუხისმგებლობით უზრუნველყოფენ საქართველოში უცხოელი მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების სამართლებრივ დახმარებას.

კომპანიის პრაქტიკული გამოცდილება ეფუძნება საქართველოში უცხოელი მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიმართ ქონებრივი და არაქონებრივი უფლებების დაცვას, თავშესაფრისა და ბინადრობის უფლებასთან, განათლების უფლებასთან და ბიზნესს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების წარმოებას და სამართალ-ურთიერთობებში იურიდიული დახმარების აღმოჩენას.

კომპანია უზრუნველყოფს იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების და მოქალაქეობის არმქონე პირების იურიდიულ დახმარებასაც, რომლებიც არ იმყოფებიან საქართველოში, მაგრამ გააჩნიათ სამართლებრივი ინტერესები საქართველოში ქონებრივ და არაქონებრივ დავებთან დაკავშირებით. კომპანია ასეთ კლიენტებთან კონტაქტს უზრუნველყოფს თანამედროვე ინტერნეტ კომუნიკაციის საშუალებებით. იურიდიული დახმარების მსურველი პირი წინასწარ უნდა დაუკავშირდეს კომპანიას ელექტრონული ფოსტის ან ტელეფონის ნომერზე, რომლის შემდგომაც ხდება კომუნიკაციის დაგეგმვა და კონსულტაციის უზრუნველყოფა. 

ჩვენი იურიდიული კომპანიის უცხოელ მოქალაქეებთან და მოქალაქეობის არმქონე პირებთან იურიდიული მომსახურების ენას წარმოადგენს რუსული, თურქული და ინგლისური ენები. კომპანია კლიენტის მიმართ მომსახურების ხელშეკრულების, პირობებისა და სტრატეგიის დოკუმენტურ გაცნობას უზრუნველყოფს ინგლისურ ენაზე.