ლობისტური საქმიანობა

ჩვენი კომპანიის მიზანია, საქართველოში დამკვიდრდეს ლობისტური საქმიანობა და იურიდიული დახმარების საჭიროების მქონე მოქალაქეებს, ჰქონდეთ სრული შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესების დაცვა, სასამართლო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარმომადგენლობის გარდა, თვისობრივად ახალი მიდგომით, კვლევითი კომპონენტით მასობრივი და შედეგზე ორიენტირებული გახადონ. 

ჩვენი კომპანიის იურისტების ინტერესია, მოამზადონ სამართლებრივი დასკვნები, რომელიც დაკავშირებული იქნება, როგორც იურიდიული საკითხის შესწავლასთან, ასევე საჯარო ინტერესის მქონე თემის შეფასებასთან დაკავშირებით. კომპანიის იურისტებს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოცდილება და პრაქტიკა გააჩნიათ. სამართლებრივი დასკვნები არაერთხელ გამხდარა ხელისუფლების, მედიისა და საზოგადოებრივი ჯგუფების განხილვისა და ინტერესის საგანი. კომპანიის იურისტების მიერ კვლევის ფარგლებში შემუშავებულ სარეკომენდაციო წინადადებებს შედეგად მოჰყოლია პრობლემის გადაჭრისთვის მოქმედებების დაწყება, გადაწყვეტილებების მიღების დაჩქარება, საკითხზე სამიზნე ჯგუფის და საზოგადოების სწორი ინფორმირება. ამიტომაც, ჩვენი კომპანიის იურისტების საქმიანობა, იურიდიულ დახმარებასთან ერთად, აქტიურადაა მიმართული სამართლებრივი დასკვნების შექმნასთან. 

ჩვენ მზად ვართ ჩავერთოთ თქვენი იურიდიული საკითხის შესწავლასა და შეფასებაში, მოვახდინოთ საკითხის ანალიზი, გამოვიკვლიოთ პრობლემის და სირთულეების მიზეზები, შევაფასოთ საკითხის სამართლებრივი და ფაქტობრივი გარემოებები, მოვახდინოთ საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა, საკითხთან დაკავშირებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შედარება, მოვამზადოთ დასკვნა და შევქმნათ სარეკომენდაციო წინადადებების პაკეტი, რომელიც მიმართული იქნება გადაწყვეტილების მიმღები პირების, სტრუქტურების თუ ინსტიტუციების მიმართ. მოვახდინოთ საკითხის შემდგომი ლობირება, როგორც საჯარო სივრცეში, ასევე მასობრივ-საინფორმაციო საშუალებებსა და გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებთან შემდგომი აქტიური კომუნიკაციით. 

ჩვენი კომპანიის იურისტების მიერ მომზადებული სამართლებრივი დასკვნის თემა შეიძლება გახდეს კლიენტის საქმე, რომლის ერთ-ერთი მხარეც შეიძლება იყოს სახელმწიფო, კერძო სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი შემთხვევა ან იურიდიული მნიშვნელობის საკითხები, რომელსაც ექნება კვლევითი ღირებულება. სამართლებრივი დასკვნების მომზადების სტრუქტურის, შინაარსობრივი მხარისა და გამოცემის პერიოდულობის შესახებ კომპანია ქმნის კლიენტთან ურთიერთობის სამოქმედო დოკუმენტს. ლობისტური საქმიანობა ეფუძნება სახელშეკრულებო ურთიერთობას და უზრუნველყოფილია მისი კონფიდენციალობა და შესრულების პირობა. 

დაგვიკავშირდით, ჩვენ მზად ვართ თქვენი საქმე გავხადოთ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მატარებელი ან გქონდეთ სრული დასაბუთება შესწავლილი საკითხის შინაარსთან დაკავშირებით.