მისია

ჩვენი იურიდიული კომპანიის გუნდის საქმიანობა და ღირებულებები ემყარება პროფესიულ პრინციპებს, მათი დაცვისა და პრაქტიკული გამოყენების ყოველდღიურობას. ამიტომაც, ჩვენი კომპანია მუდმივად ზრუნავს პროფესიული სტანდარტების ამაღლებაზე და მონიტორინგზე, რამდენად ზედმიწევნით იცავენ კომპანიის წარმომადგენლები პროფესიულ სტანდარტებს მესამე პირებთან მოლაპარაკებების დროს, სასამართლო დარბაზებსა და კლიენტებთან თანამშრომლობის პერიოდში.

დამოუკიდებლობა - ჩვენი იურისტები პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას დამოუკიდებელია ყოველგვარი გავლენისგან ან სხვა ზეწოლისაგან, მათ შორის მისი პირადი ინტერესებიდან და ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო სამართლის და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

ნდობა - ჩვენი იურისტების მთავარი მახასიათებელია ნდობა, რომელსაც კლიენტი შეიძლება დაეყრდნოს. იურისტების ნდობას განაპირობებს მათი პირადი ღირსება, საქმისადმი პატიოსანი მიდგომა, კომპეტენტურობა და მიუკერძოებლობა. ჩვენი იურისტებისთვის პროფესიული ნდობა პროფესიული ვალდებულებაა, რაც კომპანიის სტრატეგიული ინტერესებიდან გამომდინარეობს.

კონფიდენციალობა - ჩვენი იურისტებისთვის კონფედენციალური ინფორმაციის დაცვა წარმოადგენს პროფესიული საიდუმლოების მქონე საკითხს. ჩვენთვის კონფიდენციალურია ყველა ინფორმაცია, რომელიც კლიენტთან კონსულტაციის დროს ან საქმისწარმოების ეტაპზე გახდა ცნობილი. ჩვენი იურისტები ვალდებულია, კონფიდენციალური ინფორმაცია დაიცვან საქმისწარმოების დასრულების შემდგომაც. კონფიდენციალური ინფორმაციის ღიაობა მხოლოდ კლიენტის თანხმობით საქმის ინტერესებიდან გამომდინარე დაიშვება.

კლიენტის საუკეთესო ინტერესები  - ჩვენი იურისტები მოქმედებენ მხოლოდ კლიენტის საუკეთესო ინტერესებით, რომელიც დგას ყველა სხვა ინტერესზე მაღლა. ჩვენი იურისტებისთვის კლიენტის ინტერესების დაცვა საქმის პრიორიტეტულობის შესაბამისია. ჩვენი ადვოკატების ყველა მოქმედება, რომელიც გამომდინარეობს კლიენტის საუკეთესო ინტერესების დაცვის ვალდებულებიდან, შეესაბამება პროფესიული ეთიკის კოდექსის მოთხოვნების განუხრელ დაცვას.

კოლეგიალობა - ჩვენი იურისტები განსკაუთრებული ვალდებულებით ეპყრობიან კოლეგიალური ურთიერთობების დაცვას. დავასთან დაკავშირებული უთანხმოება, არ შეიძლება კოლეგიალური დამოკიდებულებების შებღალვის საფუძველი გახდეს. ჩვენი იურისტები საუკეთესო პროფესიული უნარ-ჩვევებით აღწევენ უპირატესობას და კლიენტის ინტერესების დაცვას.