მომსახურება

ჩვენს იურიდიულ კომპანიაში საქმისწარმოების სტანდარტები ეფუძნება განსაზღვრულ პრინციპებს, რომელთა დაცვა და შესრულება სავალდებულოა კომპანიის ყველა წარმომადგენლისთვის და გამომდინარეობს ფირმის ღირებულებებიდან და კლიენტთან ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობებიდან. 

კომპანიაში საქმის წარმოებაში მიღების წესები და სტანდარები

  • კომპანია საქმეს წარმოებაში იღებს დავის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გაცნობის, მისი პერსპექტიულობის შემოწმებისა და კლიენტის სანდოობის დახასიათების შედეგად;
  • საქმეები, რომლებიც განეკუთვნებიან რთული კატეგორიის სფეროს და რომელთა წარმოებაში მიღებისთვის საჭიროა კომპანიის ხელმძღვანელის თანხმობა, წარმოებაში მიიღებიან ასეთი თანხმობის შედეგად და შემთხვევაში.

კომპანია წარმოებაში არ მიიღებს საქმეებს შემდეგ შემთხვევაში:

  • შემოწმების შედეგად, საქმე სამართლებრივი და ფაქტობრივი მტკიცებულებებით უპერსპექტივოა;
  • საქმეზე სასამართლოების მიერ მიღებულია კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება და საქმის განახლების სამართლებრივი შემთხვევისთვის არ არსებობს საკმარისი დასაბუთება და მტკიცებულება;
  • საქმე მიმდინარეა საერთო სასამართლოებში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში და წარმომადგენლობას ახორციელებს სხვა იურიდიული კომპანია ან/და ადვოკატი;
  • საქმე დასრულებულია საერთო სასამართლოების ერთ–ერთ ინსტანციაში და ერთ–ერთ ინსტანციაში მხარე მოითხოვს წარმომადგენლობის გაგრძელებას. 

კომპანია საქმეებს წარმოებაში გამონაკლისი ფორმით მიიღებს შემდეგ შემთხვევებში:

  • საქმეზე სამართალწარმოების განხორციელება წარმოადგენს მხარის იურიდიულ ინტერესს სხვა სამართლებრივი შედეგის წარმოშობისთვის ან სხვა სამართლებრივი დავის დაწყების წინაპირობად. მოცემულ შემთხვევაში, კომპანია ვალდებულია მხარეს განუმარტოს საქმის რისკები და მოსალოდნელი შედეგები, რაც შესაძლებელია აისახოს ხელშეკრულებაში ან ცალკე შეთანხმების სახით;
  • საქმეები, რომლებიც წარმოებულია ადმინისტრაციულ ორგანოებში სხვა წარმომადგენლის მეშვეობით და საერთო სასამართლოებში, კომპანიის სწორი სტრატეგიისა და საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, გააჩნია წარმატების დასაბუთებული ვარაუდი;
  • საქმეები, როდესაც დავის საგნის ღირებულება ნაკლებია იურიდიული მომსახურების ღირებულებაზე, მაგრამ წარმოადგენს მხარის განსაკუთრებულ იურიდიულ ინტერესს;
  • საქმეები, რომელთა მიმართაც საერთო სასამართლოებში ან/და ადმინისტრაციულ ორგანოებში აწარმოებდა უშუალოდ მხარე წარმომადგენლის უფლებამოსილების გარეშე;
  • თუ საქმე დასრულებულია საერთო სასამართლოების ერთ–ერთ ინსტანციაში და სხვა ინსტანციაში წარმომადგენლობის გაგრძელებით კლიენტთან შეთანხმებით, კომპანია ასაბუთებს საქმეზე შედეგის დადგომას.

კომპანიის კლიენტთან ურთიერთობის წესი და სტანდარტები

  • კომპანია ნებისმიერი საქმის წარმოების მომენტიდან ვალდებულია კლიენტს გააცნოს საქმის სტრატეგია, მომსახურების ღირებულება, სახელშეკრულებო პირობები, გააფორმოს მომსახურების ხელშეკრულება და რწმუნებულება/მინდობილობა.