მომსახურება - 24/7

ჩვენი იურიდიული კომპანიის უნივერსალურ მომსახურების ფორმას წარმოადგენს „Kbarristers 24/7“, რომელიც ყველა საჭიროების მქონე პირისთვის, შესაძლებლობას იძლევა იურიდიული მომსახურება მიიღოს შემჭიდროვებულ დროსა და სივრცეში. 

„Kbarristers 24/7“ კომპანიაში მოქმედებს სამუშაო და არასამუშაო დღეებში. თუ თქვენ ობიექტური მიზეზის გამო, ვერ უზრუნველყოფთ კანონით დადგენილ ვადებში სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადებას, წარდგენას, რეგისტრაციას, გამოთხოვას, სხვა საპროცესო უფლებამოსილების განხორციელებას, კომპანიის იურისტები წარმოდგენილი მომსახურების ფარგლებში, უზრუნველყოფენ პროფესიული ვალდებულების შესრულებას.

„Kbarristers 24/7“ მომსახურების მიღებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს, იურიდიული მომსახურების მიღებისთვის კომპანიას ცხელი ხაზის მეშვეობით ეცნობოს 19:00 – 24:00 საათის შუალედში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით, მოხდეს კომპანიის წარმომადგენელთან გასაუბრება და საკითხის შეფასება, წარმომადგენლობითი უფლებამოსილების იურიდიულად დადასტურება, რომლის შემდგომაც, კომპანია დათქმულ დროსა და ადგილას, უზრუნველყოფს მომსახურების განხორცილებას. 

„Kbarristers 24/7“ ფორმატში, კომპანია განსაკუთრებით უზრუნველყოფს:

  • განცხადებების მომზადებას სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე;
  • განცხადებების მომზადებას კერძო და საჯარო პირების მიმართ;
  • სარჩელის, შესაგებელი სარჩელისა და შეპასუხების მომზადებას;
  • ონლაინ-სესხებთან დაკავშირებულ დავებზე სამართლებრივი მიმართვების მომზადებას;
  • განჩინებების გასაჩივრებას;
  • განცხადებების მომზადებას საჯარო და ადმინისტრაციულ ორგანოებთან წარდგენის მიმართულებით.

„Kbarristers 24/7“ მომსახურების ფორმატისთვის მოქმედებს კომპანიაში არსებული საქმისწარმოების სტანდარტების საერთო წესები. ამასთან, მისი მომსახურების ღირებულება განსხვავებულია ყველა სხვა მომსახურების პაკეტისგან, თუმცა პასუხობს კომპანიის საქმიანობის მთავარ პრინციპს - ხელმისაწვდომ იურიდიული მომსაუხრებას.